logo
ENG



პუტინი ამბობს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში ომი "რაც შეიძლება მალე დასრულდეს"

16 სექ 202217:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/dqd1a463uta240g.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში ომი "რაც შეიძლება მალე დასრულდეს". ამის შესახებ მან ინდოეთის პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა. მოდისთან შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში სამარყანდში გაიმართა.

სიტყვები "ომი" და "სპეციალური ოპერაცია" მას არ უხსენებია, თუმცა თქვა "ეს ყველაფერი". ის პასუხობდა მოდის რეპლიკას, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ "ახლა ომის დრო არაა" და ხაზი გაუსვა, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთხრა ტელეფონით.

პუტინის თქმით, უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებებზე.

"მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთებები, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ყველაზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - თქვა პუტინმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი უკრაინის სრული დეოკუპაცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის დასრულებაა.


close დახურვა